მოზაიკა
კორონავირუსის ახალ ვარიანტებს, შესაძლოა, თანავარსკვლავედების სახელები მიანიჭონ მას შემდეგ, რაც ბერძნული ანბანი ამოიწურება. ამის შესახებ კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა.
11:22 / 09.08.2021
 
სამწუხაროდ, ჩვენი ექიმები იძულებული გახდებიან პაციენტების გადარჩევა დაიწყონ იმის მიხედვით, ვისაც მეტი შანსი ექნება გადარჩენის, – ამის შესახებ ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.

13:45 / 08.08.2021
 
კორპორაცია Amazon-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება 2022 წლის 3 იანვრამდე გადაიდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამის მიზეზი მსოფლიოში COVID-19–ის შემთხვევების განახლებული ზრდაა.
13:41 / 08.08.2021
 
პრინცი ჩარლზი ოფიციალური ვიზირით შოტლანდიაში იმყოფება. 72 წლის მონარქმა ვიზიტი პრინცესა დაიანასთან ქორწინების 40 წლის იუბილეს დაამთხვია. საინტერესოა, რომ სხვა ვიზიტებისგან განსხვავებით, ჩარლზმა მოგზაურობა მარტო გადაწყვიტა და მას თან არ ახლდა კამილა პარკერ-ბოულზი. ჩარლზმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი მოიარა, გაისეირნა სანაპიროზე და ადგილობრივებსაც შეხვდა.
17:21 / 02.08.2021
 
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი მეუღლე მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ euronews-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კერი ჯონსონმა ორსულობის შესახებ Instagram-ზე დაწერა და ასევე გაამხილა, რომ რამდენიმე თვის წინ მუცელი მოეშალა.

„წლის დასაწყისში მუცელი მომეშალა, გულგატეხილი ვიყავი. თავს საოცრად დალოცვილად ვგრძნობ, რადგან ისევ ორსულად ვარ, მაგრამ ამავდროულად ძალიან ვნერვიულობ“, - წერს ჯონსონი.

ბავშვი სავარაუდოდ შობას დაიბადება.

ჯონსონების პირველი შვილი 2020 წლის 29 აპრილს გაჩნდა.
08:57 / 02.08.2021
 
პრინცესა დაიანას ძმისშვილი, 30 წლის კიტი სპენსერი გათხოვდა. პრინცების, უილიამისა და ჰარის ბიძაშვილი, კიტი სპენსერი ძალიან პოპულარულია, რადგან მას ხშირად ამსგავსებენ გარდაცვლილ პრინცესა დაიანას. საინტერესოა, რომ ახალგაზრდა გოგონას რჩეული 62 წლის მილიარდერი მაიკლ ლუისია. წყვილი რომანზე მედია 2018 წლიდან წერს, თუმცა, მათ დაქორწინება მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს.
22:56 / 27.07.2021
 
„მინდა, რომ სახელმწიფოში ყველას ჰქონდეს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ყველას შეეძლოს ის თქვას, რაც აწუხებს, გამოხატოს პროტესტი, მაგრამ ეს პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი“, - აღნიშნულის შესახებ ქართველმა მომღერალმა და ფოლკლორისტმა გიორგი უშიკიშვილმა განაცხადა.
22:43 / 22.07.2021
 
ცნობილი ხდება, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პატარა ლილიბეთის მონათვლას უინძორის სასახლეში გეგმავენ. ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ პრინც ჰარის უახლოეს მეგობრებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის მტკიცებით, მათ ამის შესახებ დედოფალს უკვე შეატყობინეს, თუმცა, პასუხი უცნობია. ამ დრომდე სამეფო ოჯახს არ განუახლებია ტახტის მემკვიდრეთა სიაც, სადაც პატარა ლილიბეთიც უნდა დაემატოს, შესაბამისად, ჰარი და მეგანი ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა, ნათლობის შემდეგ მოხდეს.
18:55 / 21.07.2021
 
სოციალურ ქსელში კახა კალაძის და პატარა ომიკოს ვიდეო ვრცელდება, რომელსაც მერმა აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დანგრევის შემდეგ ბინა გადასცა.

18:47 / 21.07.2021
 
პარიზში მდებარე ეიფელის კოშკი 9-თვიანი პაუზის შემდეგ ვიზიტორებისთვის კვლავ გაიხსნა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
22:32 / 17.07.2021
 
კალენდარი
×