უელსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ დაფინანსებულ კვლევაში, 2 285 ადამიანს ბავშვობაში მიღებული სხვადასხვა ტრავმის შესახებ, რამდენიმე კითხვა დაუსვეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისადმი უნდობლობა სამჯერ მეტი იყო იმ გამოკითხულებში, რომელთაც ბავშვობაში ოთხი ან მეტი ფსიქოლოგიური ტრავმა ჰქონდათ მიღებული.
ამასთან, რაც უფრო მეტი ტრავმული გამოცდილება ჰქონდა ადამიანს, იგი მით უფრო ნაკლებად ენდობოდა კორონავირუსის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას.