ნოტრ დამის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, გახსნა ღვთისმსახურებისა და ვიზიტორებისთვის 2024 წელს იგეგმება. აცხადებს სააგენტო “ფრანს პრესის” (AFP) ცნობით, საფრანგეთის კულტურის მინისტრი რიმა აბდულ-მალაკი.
მეგან მარკლის უფროსი და, სამანტა მარკლი სასექსის ჰერცოგინიას სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება მეგან მარკლის სკანდალურ ინტერვიუს ოპრა უინფრისთან, სადაც მარკლიმ ბავშვობა გაიხსენა და თქვა, რომ ის ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო. ცნობილია, რომ მეგანს ჰყავს როგორც უფროსი და, ასევე ძმა, ტომას მარკლი უმცროსი.
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის თანამშრომლებმა SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს, სადაც SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს.
რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებით, ძირითადი საკვები ომის იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული და რუსეთს უკრაინიდან ხორბლის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდა.
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Forbes საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტი ბრეანა ვილსონი კახეთის ტურისტულ პოტენციალს აღწერს.