მოზაიკა
რომის პაპი ფრანცისკეს განცხადებით, გეი ბავშვების მშობლებმა შვილები არ უნდა დაგმონ და მათ მხარი უნდა დაუჭირონ, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
„მშობლებმა, რომლებიც ბავშვებში განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას ხედავენ, შვილები არ უნდა დაგმონ“, - აღნიშნა რომის პაპმა.
15:18 / 26.01.2022
 
WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება. სულ მალე სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიღებულ შეტყობინებებზე ემოციის გამოხატვა შეეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
21:33 / 19.01.2022
 
მიუხედავად იმისა, რომ ბუკინგემის სასახლეში ქვეყნის საუკეთესო შეფ-მზარეულები მუშაობენ, არის პროდუქტების სია, რომელთა გამოყენება ოჯახის წესების მიხედვით აკრძალულია. სამეფო ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეული და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კულინარი, დარეკ მაკრედი „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში ასახელებს იმ პროდუქტებს, რომლებიც მენიუდან დედოფალ ელისაბეთის მკაცრი მოთხოვნით არის ამოღებული. ძირითადად ეს არის ნახშირწყლები, მაგალითად სამეფო ოჯახში საერთოდ არ ჭამენ კარტოფილს, ბრინჯსა და სხვა პროდუქტებს.
16:47 / 11.01.2022
 
სულ ცოტა ხნის წინ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ახალი საშობაო ბარათი გაავრცელეს, სადაც ისინი სპორტულ სამოსში გამოწყობილი შვილებთან, არჩისთან და ლილბეთთან ერთად პოზირებენ. ამ ფოტოს ინტერნეტში უდიდესი გამოხმაურება ჰქონდა, რადგან საზოგადოებამ პირველად იხილა 6 თვის ლილიბეთი.
22:12 / 03.01.2022
 
უელსის ქალაქ კარდიფში სასამართლომ 31 წლის რეციდივისტს, სემუელ მალიგანს უკანონო შეღწევით ქურდობისთვის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
11:38 / 26.12.2021
 
ჟურნალმა Time-მა წლის გმირებად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაზე მომუშავე მეცნიერები დაასახელა.
21:00 / 14.12.2021
 
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ქორწინების გარეშე სექსს ყველაზე სერიოზულ ცოდვად არ თვლის. ამის შესახებ Independent იუწყება.
18:51 / 09.12.2021
 
ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, Netflix-ის სერიალ ლაზიერის გამბიტში მის მცდარად წარმოჩენამ პროფესიული მიღწევები გააუფერულა, რამაც უდიდესი ტკივილი მიაყენა. ამის შესახებ საუბარია გაფრინდაშვილის მიმართვაში, რომელიც მან კალიფორნიის სასამართლოს წარუდგინა.
22:56 / 07.12.2021
 
სამხრეთ ინდოეთში მცხოვრებმა ქალმა, რომელიც მშობლებმა 16 წლის ასაკში გაათხოვეს, გადაწყვიტა, ოცნება აესრულებინა და წერა-კითხვა ესწავლა, - ქალის შესახებ BBC-მ სიუჟეტი მოამზადა.
15:50 / 05.12.2021
 
პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი და დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე ერთმანეთს დაშორდნენ.

ამის შესახებ ეკა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში წერს.
14:17 / 28.11.2021
 
კალენდარი
×