საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“ ისაუბრა, თუ როგორი დედაა შვილისთვის, მერიკოსთვის.
„ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს. თუ რამის სიძულვილი შეიძლება ჰქონდეს, არის ჩემი სამსახური. დღეს მეუბნებოდა, რომ ეს სამინისტრო ის სამინისტრო არ არის, სადაც ადრე დავდიოდითოდა მომიწია, ამეხსნა, რომ არსებობს რამდენიმე სამინისტრო. თურმე, ბავშვს უფროსის ენაზეც რომ ელაპარაკები, მისთვის ეს გასაგებია და მთავარია, რომ ელაპარაკო. რა თქმა უნდა, გაუგებარი სიტყვები საჭირო არ არის, მაგრამ ის, რომ რამდენიმე სამინისტრო არსებობს, ამას ის დაიმახსოვრებს, რაღაც მისთვის ზედმეტია, არაა მნიშვნელოვანი და არ დაიმახსოვრებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.