მიუხედავად იმისა, რომ ბუკინგემის სასახლეში ქვეყნის საუკეთესო შეფ-მზარეულები მუშაობენ, არის პროდუქტების სია, რომელთა გამოყენება ოჯახის წესების მიხედვით აკრძალულია. სამეფო ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეული და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კულინარი, დარეკ მაკრედი „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში ასახელებს იმ პროდუქტებს, რომლებიც მენიუდან დედოფალ ელისაბეთის მკაცრი მოთხოვნით არის ამოღებული. ძირითადად ეს არის ნახშირწყლები, მაგალითად სამეფო ოჯახში საერთოდ არ ჭამენ კარტოფილს, ბრინჯსა და სხვა პროდუქტებს.