ტელეკომპანია POSTV-ი განცხადებას ავრცელებს. ტელეკომპანიის მენეჯმენტი ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა. არხის მენეჯმენტმა გავრცელებული ინფორმაცია არხის პოლიტიკის წინააღმდეგ მიზანმიმართულ განცხადებად შეაფასა. ასევე, აღინიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან განცხადებები ქალთა მიმართ ძალადობაზე არასამართლიანია.
„გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ტელეკომპანია POSTV-ის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას. POSTV-ის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას არავითარი კავშირი არ აქვს ქალთა უფლებების დაცვასთან, იგი წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ნეოლიბერალური ჯგუფებისთვის მიუღებელი მედიასაშუალების განადგურებისკენაა მიმართული. ცალკე უნდა აღინიშნოს საქართველოს ქალი პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგი, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ისაუბრა და POSTV-ის ქალ ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტი არც კი უხსენებია. ისევე, როგორც არ უხსენებია ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი“,- ნათქვამია განცხადებაში.