მე ვარ ცვლილებების მომხრე მოქალაქე, რომელსაც ძალიან უნდა, რომ დაინახოს ცვლილებები ამ დაჭაობებულ ქვეყანაში, სადაც მართლა კომუნისტური პარტიასავით, მესამე ვადით ხელისუფლებაში გვყავს “ქართული ოცნება”, მაგრამ ვერაფერს ვერ შველის ამას ოპოზიცია”- განაცხადა ინგა გრიგოლიამ 7 თებერვალს, გადაცემა “რეაქცია”-ში, როდესაც ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა მის სტუმრებთან.
“მე მაწუხებს ის, რომ ცვლილებები ვერ დგება ამ ქვეყანაში. ვიბრძვით და ვერ დგება. გამოვდივართ ქუჩაში ვერ დგება და ამიტომ ვსვამ ერთადერთ ლეგიტიმურ კითხვას, ეს {აქციები} ცვლილებებს მოიტანს? – დასვა კითხვა ინგა გრიგოლიამ 7 თებერვალს, გადაცემა “რეაქცია”-ში.