"ვერ დავმალავ, ძალიან მიხარია, რომ ლაშა ჩხიკვაძე "ვერ იგულავებს" ფლორიდაში..." - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ პროგრამიდან ამორიცხა. ლაშა ჩხიკვაძე ამერიკაში ვეღარ გაემგზავრება და ვერც ტრეინინგს დაესწრება. საელჩოს პროგრამით მოსამართლე სრულად ფინანსდებოდა იმისთვის, რომ ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაცია აემაღლებინა, თუმცა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა ჩხიკვაძე შტატებმა პროგრამიდან გარიცხა.
ვიდეო: "მთავარი არხი"