სამწუხაროა, როდესაც სტატუსით ჟურნალისტები ჟურნალისტს უვარდებიან პირდაპირ ეთერში, უბრალოდ, ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არ არის პროტესტის ადგილი, – ამის შესახებ მედიააკადემიის ხელმძღვანელმა, შორენა შავერდაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ხელის შეშლა და პროფესიული სტანდარტის დარღვევა.
„ჩვენი მოვალეობაა, რომ ვდისტანცირდეთ მოვლენებისგან და შევინარჩუნოთ პროფესიონალიზმი. თუ პროფესიონალიზმისგან დავიცალეთ, მგონი აღარაფერი დარჩება არც მედიისგან და აღარც ამ პროფესიისგან. ძალიან სამწუხარო ამბავია, როდესაც სტატუსით ჟურნალისტები ჟურნალისტს უვარდებიან პირდაპირ ეთერში, უბრალოდ, ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არ არის პროტესტის ადგილი. ეს არანაირ კარგ შედეგს არ მოიტანს. ეს არის ხელის შეშლა და პროფესიული სტანდარტის დარღვევა. ვწუწუნებთ იმაზე, რომ გაზრდილია პოლარიზაციის ხარისხი. ასეთი რამეები ემსახურება პოლარიზაციის დაძლევას, ეს კითხვაც დავსვათ. ეს კეთილგანაწყობს იმ ადამიანს იმ თემისადმი, რომელსაც შენ აპროტესტებ?“, – განაცხადა შორენა შავერდაშვილმა.
ipress,ge