ტელეკომპანია “იმედი” “ნაციონალური მოძრაობის” წევრს “მატყუარასა” და “კომიკურ სახეს” უწოდებს. ტელეკომპანიის გაბრაზება ლევან ხაბეიშვილის სოციალურ ქსელში განთავსებულმა პოსტმა გამოიწვია, სადაც ის ხუმრობს, რომ “იმედი” მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს.
მის პოსტს “იმედია” Facebook-გვერდზე გაკეთებული განცხადებით ეხმაურება და მას თან ურთავს ხაბეიშვილის პოსტის სქრინს:
“მატყუარა ხაბეიშვილი – როგორ ატყუებს ნაცმოძრაობის ყველაზე კომიკური სახე საკუთარ ამომრჩეველს. როგორ შექმნა მორიგი ფეიკნიუსი და გაასაღა “მთავარის” კადრი ტელეიმედის კადრად. თუმცა, თუ ამ კადრს დააკვირდებით, კითხვაზე პასუხიც გაცემულია. “ქრონიკამ” გამოიყენა ხაბეიშვილის სინქრონი “მთავარის” ეთერიდან, რადგან ის ყოველთვის გაურბის “იმედს”, – წერია ტელეკომპანიის განცხადებაში.
პოსტის ქვეშ ლევან ხაბეიშვილი კომენტარის სახით “იმედს” ასე პასუხობს:
“გემალებით არა ტოროლა
ნებისმიერ დროს “ლაივ” რეჟიმში მზად ვარ ნებისმიერ თემაზე, კითხვაზე საპასუხოდ. ეს უნდა იყოს პირდაპირი, რომ მაყურებელი არ მოატყუოთ თქვენი ჭრა-კერვით.
დამიძახეთ ნებისმიერ დროს ” – პასუხობს ლევან ხაბეიშვილი.
ipress.ge