ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე იუბილარია. ამ თარიღს ბუკა პეტრიაშვილი მეუღლეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს.
„ჩემი ეკა ჩემი ზეიმია! ჩემი ეკა ჩემი გენერალია! ბევრი “ჩემი ეკა” შემიძლია ვთქვა, მაგრამ ყველაზე მთავარია – დაღამება და გათენება ზღაპარია! მიყვარს ეს იუბილარი! მაგრად მიყვარს! აქეთკენ მინამ ვიქნები, სულ გაგიზიარებთ სიხარულს! მადლობა შემქმნელს ყველა 29 მარტისთვის! ეკუს გაუმარჯოს!
ცნობისთვის, ბუკა პეტრიაშვილი და ეკა მიშველაძე 2015 წელს დაქორწინდნენ.