ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მის გარდაცვლილ შვილს იხსენებს.
“დედას ჩიტი.. ამ დღეს პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში იყო გასაუბრებაზე. წინ მომავალი იყო….და მე გავუშვი იქ…შორს….”,-წერს მაია ასათიანი
ცნობილი ჟურნალისტის ქალიშვილს ნუცას მენინგოკოკური ინფექცია დაუდგინეს. ის საავადმყოფოში უკვე კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. მაიამ შვილს კლინიკაში ჩააკითხა. ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ მოახერხეს და ის 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ნუცა ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი იყო.