მასმედია
ამ ქვეყანაში ჟურნალისტების ცხოვრება საშიში გახდა, ხომ ხედავთ რა დღეში ჩაგვაგდეს, მაგრამ ხომ ხედავთ რა დღეში ჩავაგდეთ იქით, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
22:40 / 17.07.2021
 
ყველა ინსტიტუტი მოკლა საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ ბოლო ბასტიონი ვართ და არ დავეცემით, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტის წინ მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
19:58 / 17.07.2021
 
მერე რა, რომ ლექსო თქვენი შვილი არ არის, მერე რა, რომ თქვენი ძმა არ არის, მერე რა, რომ თქვენი მამა არ არის, მერე რა, რომ თქვენი ოჯახის წევრი არ არის, ხვალ თქვენს შვილებს მოადგებიან, თქვენს ძმებს მოადგებიან, ყველას მოადგებიან, იმიტომ, რომ ხვალ არ მოეწონებათ ის, რასაც თქვენი შვილები აკეთებენ, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პარლამენტის წინ მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
19:57 / 17.07.2021
 
გასაგებია, რომ ღარიბაშვილის დღეს გადადგომა წინასაარჩევნოდ ვაია, მაგრამ არგადადგომა არის უი, უი და უი, - ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვანმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტთან შეკრებილ ჟურნალისტებთან განაცხადა.
19:48 / 17.07.2021
 
"დასამალი არაფერი მაქვს, პირდაპირ ეთერში ვიტყვი. კახი კალაძესთან ბევრი წელი მაკავშირებს, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს დღემდე.
19:45 / 17.07.2021
 
ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მას მერობის კანდიდატობა შესთავაზეს, ტყუილს უწოდებს.
19:40 / 16.07.2021
 
ჟურნალისტი ვაკო ავალიანი ტელეკომპანია “მაესტროს” ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
23:24 / 15.07.2021
 
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც „პოსტივის“ უძღვნის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ამ არხის მიერ გაჟღერებული ვერსია, თითქოს აქციის ორგანიზატორებს რევოლუცია უნდათ, საფუძველს მოკლებულია:
19:44 / 15.07.2021
 
“მართლა შეუშინებია მედიას ესენი. დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი. ხოდა, ეგეთები გვინახავს? ესეც გაივლის! მედიას კი ვერავინ მოერევა !” – ამის შესახებ ტვ “პირველის” ერთერთი ხელმძღვანელი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, სადაც ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატების პოზიციას, რომლებმაც დღეს ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტებს კომენტარების მიცემაზე უარი უთხრეს.
19:40 / 15.07.2021
 
“ვისაც არ მოგწონთ ჩემი პოზიცია დღეს და მერჩით, როდის ვიყავი სხვანაირი? – არც არასდროს! ამიტომ ნუღა იწუხებთ თავს ჩემი დამუნათებით. ამ საქმეში, ამ რეალობაში, გზა უკან არ არსებობს. აღარ დაგვიტოვეს”, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ერთერთი ხელმძღვანელი და გადაცემა “რეაქციის” ავტორი ინგრა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.
22:52 / 14.07.2021
 
კალენდარი
×