დილის ენერგიულად და ჯანსაღად დაწყებისთვის ამ კერძის მირთმევა ძალიან კარგი წინაპირობაა.
3 ს/კ შვრიის ფანტელი
1/2 ჩ/კ ნუშის ან შვრიის რძე
1 ცალი ბანანი
1 ს/კ ვეგანური იოგურტი
1 ჩ/კ ქოქოსის ფანტელი
1 ჩ/კ სელის თესლი
1 ჩ/კ ჩიას მარცვალი
1 ჩ/კ გოჯი ბერი
სურვილისამებრ ქეშიუ, ნუში, ქიშმიში
შვრიის ფანტელს დავასხათ ნუშის რძე და ცეცხლზე წამოვადუღოთ, შემდეგ მოვათავსოთ ღრმა თეფშში და ჩავჭრათ ბანანი. მოვაყაროთ გემოვნებით თხილეული , ზემოთ ჩამოთვლილი რაოდენობით ჩიას და სელის თესლი. გოჯი ბერი, ქიშმიში. ზემოდან მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი და დავუმატოთ 1 ს/კ ვეგანური იოგურტი.
kulinaria.ge