შემოდგომის სოკო
რეცეპტის ინგრედიენტები
4 ცალი დიდი ქამა სოკო
100 გრამი გორგონზოლა
25 გრამი მოხალული და დაჭრილი ნიგოზი
4 ღერი ქონდარი
ცოტაოდენი კარაქი
რუკოლას ფოთლები
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1
გაახურეთ ღუმელი 200ºC -მდე. საცხობ ლანგარზე დაალაგეთ სოკოები. მოაყარეთ ზემოდან გორგონზოლა ან სხვა ლურჯი ყველი, დაფშვნილი ან თხლად დაჭრილი, ქონდარი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი და ნიგოზი.
2
მოათავსეთ ღუმელში და აცხვეთ 10 წუთით, ან ყველის გადნობამდე და სოკოს დარბილებამდე. დააწყვეთ რუკოლას ფოთლები თეფშზე და მოათავსეთ ზემოდან სოკოები.
kulinaria.ge