შემადგენლობა:
3 ც ბადრიჯანი
350 გრ ყველი
5 ც კვერცხი
1 კონა ოხრახუში
250 გრ საფანელი
1.5 ჭიქა ზეთი
მარილი-გემოვნებით
მომზადება:
ბადრიჯანს მოვაჭრათ ბოლოები, გავრეცხოთ, დავჭრათ გრძლად, მოვაყაროთ მარილი და
გავაჩეროთ ნახევარი საათი. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, ჩავაწყოთ გაწურული ბადრიჯნები
და შევაწვათ ორივე მხრიდან. ცალკე ჯამში გავხეხოთ ყველი, ჩავახალოთ 1 კვერცხი.
მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ავურიოთ. გაციებულ ბადრიჯანს დავადოთ ყველის
გულსართი, დავაფაროთ ზემოდან მეორე ნაჭერი, ხელით ოდნავ დავაწვეთ, რომ ერთმანეთს
მიეკრას. ამოვავლოთ ყველიანი ბადრიჯნები 2 ც ათქვეფილ კვერცხში, საფანელში და შევწვათ
ზეთში ორივე მხრიდან.