ინგრედიენტები:
500 გრ. ღორის ხორცი
2 ს.კ. თაფლი
1 ჩ. კ. მდოგვის ფქვილი
0,5 ჭიქა ზეთი
0,5 ჭიქა არაჟანი
150 გრ. ყველი, ბაზილიკი, ოხრახუში
მომზადების წესი:
ხორცი დაჭერით სიგრძეზე 2-3 სმ. ნაჭრებად, დაბეგვეთ. ლიმონის წვენში შეურიეთ თაფლი, მდოგვი, მარილი და მწვანილები. ეს მასა დაასხით ხორცს და 2 საათით გააჩერეთ გრილ ადგილზე. შებრაწეთ ზეთში ორივე მხრიდან, 2-3 წუთის განმავლობაში, ზემოდან წაუსვით არაჟანი და მოაყარეთ გახეხილი ყველი, შედგით ცხელ ჰაერღუმელში ნახევარი საათის განმავლობაში. მიირთვით ცხელი. ძალიან უხდება წითელი ღვინო.