ხალადეცი ზამთარში მოსამზადებელი დელიკატესია. მისი მომზადება ერთი შეხედვით შეიძლება, რთულად მოგეჩვენოთ. თუმცა, თუ ყველა ეტაპს გულდასმით მიყვებით, მიხვდებით, რომ ამაში რთული არაფერია.
რეცეპტის აღწერა
ხალადეცის მომზადების ყველაზე რთული ეტაპი ღორის თავ-ფეხის გასუფთავება, მისი მოხარშვა და გამორჩევაა. ღორის ახალი თავ-ფეხი უნდა გარეცხოთ, შემდეგ კარგად გატრუსოთ, გაფხიკოთ და კიდევ ერთხელ გარეცხოთ.