ჯანმრთელობა
დიდ ბრიტანეთში ერთ კვირაში 137 897 პირია ვაქცინირებული, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნადიმ ზაჰავიმ „ტვიტერში“ დაწერა.
18:12 / 16.12.2020
 
Covid-19-ის კიდევ ერთი ქვეტიპი გამოჩნდა. ვირუსის მუტაციამ, შესაძლოა, მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენოს. ლაბორატორიები ვირუსის ახალ სახეობას იკვლევენ. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც.
22:03 / 15.12.2020
 
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) განცხადებით, Moderna-ს ვაქცინა უსაფრთხოა და 94 პროცენტით ეფექტიანი.სააგენტოს მიერ ანალიზების საფუძველზე მიღებული ასეთი დასკვნა ნიშნავს იმას, რომ ის აშშ-ში კორონავირუსის მეორე ავტორიზებული ვაქცინა გახდება.
20:35 / 15.12.2020
 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეო ჩართვაში საქართველოში შემოსულ პირბადეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არ შემოდის სწორი დანიშნულების, სამედიცინო პირბადეები. ეს კი კორონავირუსის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.
22:03 / 14.12.2020
 
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტაქსის მძღოლებისთვის კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს.
23:31 / 13.12.2020
 
კორონავირუსის დაავადების მიმდინარეობისას ფსიქოლოგიურ განწყობას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ ცნობილმა ინფექციონისტმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმმა მარინა ენდელაძემ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ლაივჩართვისას განაცხადა.
22:37 / 13.12.2020
 
„იმედის კვირა“ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს გაესაუბრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას საქართველოს მოსახლეობას მოკითხვა გადასცა.
21:31 / 13.12.2020
 
კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ცნობები საზოგადოებაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ასეთი შემთხვევები მსოფლიოში იშვიათად ხდება.
15:06 / 12.12.2020
 
აშშ-ის სანიტარული და საკვები პროდუქტების სამმართველომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა. ამის შესახებ BBC იუწყება.
10:55 / 12.12.2020
 
კოვიდვაქცინაციის შემდეგ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელის მიღება არ შეიძლება. ამის შესახებ BBC იუწყება. „სპირტი ვაქცინის ეფექტიანობაზე მოქმედებს, მან შეიძლება გავლენა იქონიოს იმუნიტეტის ანტისხეულების და უჯრედების ფორმირებაზე შესაბამისი ანტიგენების წინააღმდეგ“- განუცხადეს BBC-ს Clinical excellence group-ში.
ამასთანავე არსებობს მოსაზრება, რომ ალკოჰოლის მიღება ვაქცინაციის შემდეგ მხოლოდ 42 დღის განმავლობაში არ შეიძლება. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ მინიმალური ოდენობით ალკოჰოლი ვაქცინირებული პირებისთვის საშიში არ არის.
19:01 / 09.12.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
×