ჯანმრთელობა
COVID-19-ის კიდევ ერთმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა – ამ წარმატების შესახებ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ გვამცნეს. საუბარია ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის ერთობლივ ნამუშევარზე.
16:17 / 11.11.2020
 
რატომღაც ყველას გონია, რომ მარტივად გადაიტანს, მაგრამ ასე არ არის. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაინფიცირებულების მოხვედრის შანსი თანდათან მცირდება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ”იმედის დღის” გადაცემაში ისაუბრა.
15:53 / 10.11.2020
 
კომპანია Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს. გამოცემა news.sky.com-ის ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტიანობამ 90% შეადგინა და ადამიანის ინფიცირების ალბათობა მისი გამოყენების შემთხვევაში მინიმალურია.
17:25 / 09.11.2020
 
გრიპის ვაქცინამ, რომელიც მცენარეებში გამოიყვანეს, ორი ფართომასშტაბიანი კლინიკური ცდა გაიარა, რაც პირველი შემთხვევაა ამ სახის ვაქცინებისთვის.ვაქცინა შეიცავს ვირუსის მსგავს ნაწილაკებს, რომლებიც გრიპის ცირკულირებად შტამებს წააგავს; ნაწილაკები თამბაქოს ავსტრალიური ადგილობრივი მონათესავე სახეობებისგან მიიღეს და გენეტიკური ინჟინერიის გზით „ასწავლეს“ ვირუსული ცილების წარმოქმნა.
15:17 / 09.11.2020
 
კორონავირუსის სიმპტომები არ განსხვავდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციისგან. ერთადერთი, რაც კორონავირუსს ახასიათებს, ისაა, რომ გართულების შემთხვევაში იწყება სუნთქვის უკმარისობა. სწორედ ესაა პირველი მანიშნებელი, რითაც უნდა ამოვიცნოთ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და აუცილებლად მივმართოთ კლინიკას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
14:17 / 07.11.2020
 
26 თებერვალს, როცა პირველი პაციენტი გვყავდა, მთელმა ქვეყანამ ზარი შემოსცხო, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. დაავადების შესახებ, მეტ-ნაკლებად, წაკითხული გვქონდა, თორემ პრაქტიკა არ გვქონდა და როცა რაოდენობა 10-ს, 15-ს, 20-ს გასცდა, უკვე ძალიან დაბნეულები ვიყავით, მაგრამ გამოცდილებას საექიმო საქმიანობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მართალია, მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს არაფერს ნიშნავს. დღეს 2 800-ს გასცდა. ეს არაა მცირე ციფრი, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ციფრია. ეს ნიშნავს, რომ დაავადების გავრცელების მაქსიმალური რაოდენობაა და თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლებელია, მეტად გაიზარდოს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
14:14 / 07.11.2020
 
ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში კორონავირუსის მიმდინარეობის თავისებურებები. ერთის მხრივ, ძალიან მისასალმებელია, რომ ბავშვების 95-98%-ში ვირუსი უსიმპტომოდ, ან მინიმალური სიმპტომატიკით მიმდინარეობს. ეს პირველ რიგში ვლინდება იმ რესპირატორული ნიშნებით, რომლებიც არ განსხვავდება სხვა ვირუსული ინფექციებისგან, ეს გახლავთ ცხვირის გაჭედილობა, ხველა, დაბალი ტემპერატურა, მუცლის ტკვილი, დიარეა, ღებინება. ყველა ეს სიმპტომი გაციებისთვისაც არის დამახასიათებელი, შესაძლოა იყოს კორონავირუსის სიმპტომიც. თავიდან მეცნიერებს ეგონათ, რომ ბავშვები არ ავადდებონდნენ, თუმცა ზოგადად Covid 19-ზე ინფორმაცია დღითიდღე გროვდება.
21:44 / 03.11.2020
 
კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი არის 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ხშირად ადამიანებს კლინიკური სიმპტომები უვლინდებათ 5-დან 7 დღის განმავლობაში. კლინიკურ სიმპტომებამდე 24-48 საათით ადრე უკვე ადამიანი ვირუსის გამოყოფას იწყებს და ის უკვე გადამდებად ითლება, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
20:00 / 29.10.2020
 
იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინ აკულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში იმ პაციენტებზე ისაუბრა, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა და განმარტა, არსებობს თუ არა მათი რეინფიცირების საფრთხე.
12:44 / 25.10.2020
 
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ კოვიდინფექციის უსიმპტომოდ ტარების პროცენტი არის, დაახლოებით, 40%. ეს ძალიან დიდი პროცენტია, მაგრამ მინდა, ერთი თავისებურება ვთქვა: უსიმპტომო მტარებლობა აპრიორი არ ნიშნავს, რომ ორგანიზმში არავითარი ცვლილებები არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინ აკულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში ისაუბრა.
12:04 / 25.10.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
×