ჯანმრთელობა
ექიმ ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის პროცენტული მაჩვენებელი მაქსიმალურად შემცირდეს. ინფექციონისტი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.
14:39 / 23.11.2020
 
ჩვენ შეუსაბამობა გვაქვს დაავადებულ პაციენტებს შორის მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს შორის და რეანიმაციულ საწოლებს შორის. ბუნებრივად დგება ამ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების აუცილებლობა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი აზრით, საქართველოში ეპიდვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.
14:37 / 23.11.2020
 
ამერიკელების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 11-12 დეკემბერს დაიწყება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ განაცხადა.
10:17 / 23.11.2020
 
„უამრავი კოვიდინფიცირებული კოლეგა გვყავს, რომელთა უმეტესობაც მუშაობს, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ისინი ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ და რა თქმა უნდა, რისკისშემცველია, რადგან ვირუსის რაც უფრო მეტ დოზას მიიღებს ადამიანი, მით უფრო მეტი შანსია რომ დამძიმდეს. უმძიმეს მდგომარეობაში არიან ჩვენი კოლეგები“, - ამის შესახებ ექიმმა, გინეკოლოგმა, ინგა მამუჩიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
18:34 / 22.11.2020
 
კომპანია მოდერნა აცხადებს, რომ მისი ვაქცინა, რომელიც წინასწარი მონაცემებით კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანად მუშაობს, 25 დოლარიდან 37 დოლარამდე ეღირება. საუბარია ერთი დოზის ფასზე. ამასთან ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რაოდენობის ვაქცინას შეიძენს ესა თუ ის ქვეყანა.
15:43 / 22.11.2020
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ნაბაროს განცხადებით, 2021 წლის დასაწყისში ევროპაში კოვიდ-19-ის მესამე ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან შვეიცარიულ მედიაკომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა.
15:18 / 22.11.2020
 
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ვირუსოლოგი ალექსანდრე ანჯაფარიძე კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევებს გასცემს. ამის შესახებ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს და საზოგადოებას ურჩევს, რომ გამოიყენოს ორი ანტისეპტიკური საშუალება – წყალბადის ზეჟანგი და პოვიდონ იოდი.
14:57 / 22.11.2020
 
კომპანია „გილიადის” მიერ შექმნილი პრეპარატის, „რემდესივირის“ მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მათი მდგომარეობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.
13:29 / 20.11.2020
 
“რემდესევირი პოლიტიკური წამალია, ისევე როგორც პლაქვენილი!”-ამის შესახებ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.
11:39 / 20.11.2020
 
ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ი იუწყება, რომ მის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტიანია და არ აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები. ამის თქმის საფუძველს კომპანიას კლინიკური ცდების დასკვნითი ფაზის სრული შედეგები აძლევს.
16:53 / 18.11.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
×