უკვე რამდენიმე დღეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ნინო დობორჯგინიძეს, სტუდენტების ნაწილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებს მართავს. ფაქტს, პროფესორი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს.
"უსირცხვილო შეტევა ნინო დობორჯგინიძეზე არის შეტევა ილიას უნივერსიტეტზე, სტუდენტებზე, პროფესორებზე და, საბოლოოდ, ილია ჭავჭავაძესა და ევროპაზე. მთავრობამ რომ დაგავალათ, მივხვდით, მაგრამ ჟურნალისტებმა საერთოდ აიღეთ ხელი სინდისზე?" - წერს ლევან ბერძენიშვილი