ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას, - ამგვარად ეხმიანება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლას პლენარულ სესიაზე.
"ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას!!! და მართლა მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ ადამიანებს - ვაი ოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი - სამშობლო, კოლეგები, ადამიანები და თავად არც კი იციან რა წერია ასოცირებაში, რამდენი კანონი დარჩა მისაღები და ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მარტივად - არ იციან, არ წაუკითხავთ, სწორედ ასოცირების ვალდებულებებს აპროტესტებენ!" - წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.