არ შემიძლია გულგრილად ვუყურო იმას რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება და ხმა არ ამოვიღო. ალბათ ბევრს ვაწყენინებ, მაგრამ ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ ვინც ეს პარტია მიშასთან ერთად დავაფუძნეთ. ეს არის ერთადერთი პარტია, რომლის წევრიც ოდესმე ვყოფილვარ და ვიქნები.. ბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, მე არ მჯერა პარტიების ცვლის, აქეთ იქით ხტუნაობის. მეამაყება ყველა წუთი რაც ამ პარტიაში მიშას ლიდერობის დროს გავატარე, მეამაყება ყველა საქმე რაც ქვეყნისთვის შევძელით - დაწყებული შევარდნაძის დამპალი რეჟიმის დემონტაჟიდან, დამთავრებული ქვეყნის ეკონომიკური, კრიმინალური, ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული კრიზისებიდან გამოყვანის საქმეში, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში წერს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.