„ხალხის ძალის“ წვერი, მიხეილ ყაველაშვილი ეხმიანება გერმანულ გამოცემა Spiegel-თან მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, რომელშიც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.
„შიდაპარტიულ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილმა მერაბიშვილ-კეზერაშვილზე და მათი ხელის ბიჭ ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა და ისეთი აღიარება მიაყოლა, ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ ის არ ჩამოსულა საკუთარი ნებით, მისი ჩამოსვლა სხვებმა დაგეგმეს!
მართალია, ეს ზუსტად ასე იყო და დიდი ხანია ჩვენც ზუსტად ამას ვამბობთ.
მისი ჩამოსვლა არეულობისა და საქართველოს ომში ჩართვის მიზნით დაგეგმა და განახორციელა გლობალური ომის პარტიამ, ადგილობრივი ომის პარტია კი მხოლოდ დავალების შემსრულებელი აგენტურითაა დაკომპლექტებული“, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილი.