„თქვენივე მოქალაქეების მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ რომ თქვენი ხელისუფლების მძევლობას დააღწია თავი და ჩამოვიდა საქართველოში“- ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ბათუმსა და თბილისში დღემდე ვხედავთ შეხმატკბილებულ "სინერგიას" უკრაინული და რუსული სანომრე ნიშნების მეპატრონეებს შორის ჩვენ საავტომობილო გზებზე, სასტუმროებში, რესტორნებში.
"დღესვე შეუძლიათ დაიწყონ: მოსკოვი-ერევანი-თბილისის რეისით ყოველდღე არ წყდება ჩამომსვლელთა ნაკადი განსაკუთრებით ბათუმსა და თბილისში. დღემდე ვხედავთ შეხმატკბილებულ "სინერგიას" უკრაინული და რუსული სანომრე ნიშნების მეპატრონეებს შორის ჩვენ საავტომობილო გზებზე, სასტუმროებში, რესტორნებში. თუ ამ პოლიტიკურად პარანოიდალურ პროცესებს მაინც განახორციელებთ - გთხოვთ პან კასიანოვით დაიწყოთ. და რაც მთავარია - თქვენივე მოქალაქეების მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ რომ თქვენი ხელისუფლების მძევლობას დააღწია თავი და ჩამოვიდა საქართველოში. და ბოლოს, ისევ და ისევ, კვლავ და კვლავ: "ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ"- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.