კინორეჟისორი გოგა ხაინდარავა „ტვ პირველის“ შაბათის ეთერში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება და მას ცილისწამებას უწოდებს.
"შაბათის ეთერი"- ანუ კეზერაშვილი, წერეთლები, ხაზარაძე, გრიგოლია, მელაძე და ა.შ.“ ჩვენ "პარტნიორებს" ატყობინებენ რომ: საქართველო! არ მეშლება, სრულიად საქართველო! რუსეთს ეხმარება სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზირებაში! ცილს გვწამებენ! რა ჰქვია ამას?“ , - წერს გოგა ხანდრავა Twitter-ზე.
"შაბათის ეთერმა" რუსეთის ერთიანი რეესტრიდან 2023 წლის 16 იანვრით დათარიღებული ამონაწერი მოიპოვა - ირკვევა, რომ რუსული კორპორაციის, "სამეცნიერო საწარმოო კონცერნი - სოხუვოს მოიერიშეების" აქციების 20%-ის მფლობელი, ქართული საწარმო "თბილავიამშენია", - იუწყებოდა „შაბათის ეთერი“ 21 იანვარის გამოშვებაში.