“ქართული ოცნების ოფისთან ხელფასის ასაღებად მივიდნენ, თუ რამე სხვა საქმე ქონდათ? – ასე ეხმაურება პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი პარლამენტის წინ “ლგბტ” თემის მოწინააღმდეგეთა შეკრებას.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა ლგბტ თემის დროშა დახიეს.
ისინი პარლამენტის აქციას დილიდან მართავენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის შემდეგ აპირებენ გადაინაცვლონ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან და იქ გააპროტესტონ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებული ღონისძიებები.
მათივე განმარტებით, მმართველი პარტიის ოფისის შემდეგ ევროკავშირის ოფისთან აპირებენ გადანაცვლებას.
2 ივლისს, გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.
ისინი Tbilisi Pride-ის დახურულ ღონისძიებას – ფესტივალს ეწინააღმდეგებიან და მისი ჩაშლა სურთ. სწორედ ამ მიზნით იყვნენ შეკრებილები დაკავების დროსაც.
დღეს რუსთაველზე გამოსულმა მოძალადეებმა თქვეს, რომ “თავიანთი ბიჭების გამოსვლას კიდევ ნახევარ საათს დაელოდებიან”.
ipress.ge