არასოდეს არავის დაუგმია მათი გუნდიდან ჩემზე თავდასხმები, არც ქალებს! უნდა მეცემა რომელიმე ან დამეხვედრებინა ვინმე და ეცემათ? – ამის შესახებ “ტვ პირველის” წამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:
“ეხლა ღლიცინს რომ შევეშვათ (სულ არ მეცინება სინამდვილეში და არ მეღლიცინება ოხანაშვილისგან ჩადენილ კრიმინალურ ამბავზე), ოცნების სტანდარტითაც კი, რაც მე ან ჩემს კოლეგებს შეურაცხყოფები გვაქვს მიღებული მმართველი პარტიისგან, ფიზიკური ანგარიშწორებით უნდა გაგვეცა პასუხი?!
გარყვნილი, გასიებული, მახინჯი… რეები არ მაქვს მოსმენილი თუნდაც საკუთარ თავზე… არასოდეს არავის დაუგმია მათი გუნდიდან ჩემზე თავდასხმები (არც ქალებს!) გამოდის, ან მე უნდა მეცემა რომელიმე ან დამეხვედრებინა ვინმე და ეცემათ?
კანონი აღარ არსებობს ქვეყანაში?! არ “პრავდება” ოხანაშვილის დანაშაული და აგოს პასუხი!” – წერს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. “ტვ პირველის” დამფუძნებლის ვატო წერეთლის მტკიცებით, მას “ქართული ოცნების” დეოუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ დაპირისპირების სათავეში ანრი ოხანაშვილი იყო, რომელმაც სახეშიც კი გაარტყა.
ანრი ოხანაშვილი კი ვატო წერეთლის მხრიდან ბინძურ პროვოკაციაზე საუბრობს, თუმცა კონკრეტულად, რა პროვოკაცია, ამაზე მას ამ ეტაპზე არ უსაუბრია.
IPRESS.GE