არ ვიცი, როგორ შეიძლება დავუკავშიორო ორი ფაქტი – მმართველ პარტიას უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია და ყოველდღიურ რეჟიმში თავს ესხმის ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
“უბრალოდ არ ვიცი როგორ შეიძლება ერთმანეთს დაუკავშიროთ ორი ფაქტი და მოცემულობა:
1. მმართველ პარტიას უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია.
2. მმართველი პარტია ყოველდღიურ რეჟიმში თავს ესხმის ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ელჩემს, მოქმედ და ყოფილ გავლენიან მაღალჩინოსნებს დასავლეთში- საქართველოს მეგობრებს.
თუ პირველი გინდა მეორე ამ პირველი მიზნის მიღწევაში როგორ გეხმარება? რა ლოგიკა აქვთ რა საინტერესოა? ანუ თავის მომხრეებს ამას როგორ უხსნიან თორემ მე კი ვიცი პასუხი: მათ უბრალოდ ევროკავშირიდან სტატუსის პირდაპირ მინიჭებაზე უარის მიღება უნდათ. თუ ასე არაა მათია ბურთი და მოედანი და შარლ მიშელის დოკუმენტიც არსებობს დასხდნენ და გააკეთონ,” – წერს ეკა გიგაური.