ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების საპროტესტო აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, სიამოვნებით შეუერთდებოდა ინტელექტუალების პროტესტს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ.
„რომ შემეძლოს აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან. რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი.
ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი.
მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.