ჩემს შვილს მარიამს და პატარა ზუს ვირუსი დაუდასტურდათ, – ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.
„სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სათანადო პირობა არ არის და პრაქტიკულად სავარძელში უნდა მოთავსდეს მარიამი. ზუ მის გარეშე ცალკე ვერ წვება. ორნი კი ერთ პატარა სავარძელში ვერაფრით დაეტევიან.
იქნებ დაგვაკვალიანოთ, იქნებ დაგვეხმაროთ, ან საავადმყოფო გვირჩიოთ, ან კოვიდ-სასტუმრო, სადაც დედა-შვილს მიიღებენ და საწოლის პრობლემას მაინც მოაგვარებენ!..
მადლიერი დაგრჩებით!..“
ამ პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე პეტრე კოლხმა დაწერა, რომ მისთვის სრულიდ უცნობი ასიდა ბოკუჩავა დაუკავშირდა და ექიმის საკონტაქტო მისცა.
„ექიმ სოფოს საკონტაქტო მომცა და ახლა სასწრაფო დახმარების მანქანას ეძებენ, კლინიკა ლუბლიანაზე მონახეს და მთავარია ტრანსპორტირება მოხერხდეს…
უფალმა გაგახაროთ…
მადლობის მეტი რა მეთქმის… თქვენი გენი დალოცოს უფალმა!..
,,გლობალ მედი” მადლობა გულისხმიერებისთვის. ახლა ყველა დაძაბული ვართ, ყველას ერთი ტკივილი გვებრძვის, მაგრამ ამ სიტუაციაშიც ადამიანობის შენარჩუნება ყველაზე მეტი ღირსებაა…
მეტად დავაფასოთ ექიმები… ისინი თვალს წუთითაც არ ხუჭავენ…
უფალი იყოს ყველა ჩვენგანის მფარველი!..”- წერს პეტრე კოლხი.