სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და წერს, რომ მზადაა, სამედიცინო სფეროს იქ დაეხმაროს, სადაც მის გამოყენებას შეძლებენ.
გთავაზობთ გიგას სტატუსს ამ თემაზე:
“კრიტიკის მოსმენა თუ არ შეგიძლიათ, იქნებ, დახმარებაზე მაინც არ თქვათ უარი არავითარი სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ შემიძლია, ჩემით ვიყიდო (თუ შესაძლებელია) შესაბამისი სამოსი და ვიმორიგეო ნებისმიერ კლინიკაში!
• გავიტანო ნაგავი
• საწყობიდან პალატებამდე ან ტრანსპორტიდან საწყობამდე ვზიდო წამლები\საწოლები
• გავართო ინფიცირებული ბავშვები
• ხმამაღლა და მხატვრულად ვუკითხო წიგნი ნებისმიერ პაციენტს(ებს)
• დავეხმარო პაციენტებს საკვების მიღებაში
• გულმოდგინედ დავალაგო ფოიე, პალატა, რეანიმაცია, საოპერაციო
• გავეგზავნო ნებისმიერ ინფიცირებულს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ნივთის/საკვების/სამოსის მოტანაში
• ვიმუშაო ცხელ ხაზზე
არც ერთი ლარი გასამრჯელო არ მინდა”.