ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა: მგონია, რომ რაღაც თამაშია და უნდა ვითამაშო
ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა: მგონია, რომ რაღაც თამაშია და უნდა ვითამაშო
კატეგორიის სხვა სიახლეები
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციონისტი, მამუკა მაჩაიძე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს აშშ–ში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სახლში კორონავირუსის სახლში მკურნალობასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ექიმი საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს და დეტალურად აღწერს იმ სიმპტომებს, რომლის აღმოჩენის და განვითარების შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ ბინაზე მკურნალობის პირობებში.

“სახლში კოვიდით მკურნალობასთან დაკავშირებით:

პირველ რიგში, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ, იმის ალბათობა რომ მას მსუბუქად გადაიტანთ არის !!ბევრად!! მეტი, ვიდრე დამძიმების ალბათობა; ამასთანავე, მსუბუქი დაავადებით კლინიკაში მისვლით განსხვავებულ მკურნალობას დიდი ალბათობით არ მიიღებთ.

ბუნებრივია, კონტაქტზე უნდა იყოთ თქვენს ექიმთან (როგორც ჩანს კონტაქტზე გასვლა და რჩევის მიღება ხშირად ვერ ხერხდება) ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით.

მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე (გულის უკმარისობა არის ერთ-ერთი-გამონაკლისი როდესაც ფრთხილად უნდა ვიყოთ სითხეების მიღებისას).

არ დალიოთ სიცხის დამწევი თუ ტემპერატურა არის 38.3°-ზე დაბალი.

იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი – ოთახში იარეთ, ბუქნები აკეთეთ, ყველაფერი რაც ფეხი კუნთებს აამუშავებს – ნუ დალევთ ასპირინს (ან ნებისმიერ „სისხლის გამათხელებელს“) თვითნებურად, თუ უკვე გამოწერილი არ გაქვთ ექიმისგან სხვა ჩვენებით.

რა სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში ვრეკავთ 112-ში:

სუნთქვის გართულება; გულმკერდის გახანგრძლივებული ტკივილი/მოჭერის შეგრძნება, გონების დაბინდვა, სახის ან ტუჩების გალურჯება.

კოვიდი და დ ვიტამინი: ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კველვა არსებობს დ ვიტამინსა და გრიპის ვირუსის სიმძიმის/სიკვდილიანობის შესახებ; მინიმუმ ორმა კვლევამ აჩვენა კავშირი დ ვიტამინის დეფიციტსა და კოვიდის მძიმე მიმდინარეობას შორის (რესპირატორული დისტრესი და სიკვდილიანობა); ამიტომ, თუ იცით რომ დ ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, განაგრძეთ ვიტამინის მიღება, სხვა შემთხვევაში დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს.

თუ თქენ ხართ კოვიდ-დადასტურებული ან საეჭვო პაციენტის მომვლელი: გაიკეთეთ ნიღაბი პაციენტთან კონტაქტისას, ხშირად დაიბანეთ ხელები; თუ არის საშუალება, სასურველია პაციენტს ქონდეს გამოყოფილი ოთახი, სააბაზანო, თეთრეული და ჭურჭელი, რომელიც ცალკე გაირეცხება და ზედაპირები გასუფთავდება სადეზინფექციო საშუალებით, რეზინის ხელთათმანის გამოყენებით; ბუნებრივია მნახველის ვიზიტი ამ დროს არ უნდა მოხდეს.

არცერთი ტესტი და არც ერთი ექიმი სრულყოფილი არ არის! თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან და გაქვთ ტიპიური სიმპტომები, უარყოფითი ტესტის შემთხვევაშიც ეს რეკომენდაციები არის დასაცავი”,-წერს მამუკა მაჩაიძე ფეისბუქში.
21:18 / 20.10.2020
,,საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ევროპაში სასწრაფოს ზოგჯერ სამი კვირა და სამი დღე ელოდებიან.
21:11 / 20.10.2020
“ტვ პირველის” ჟურნალისტი სოფო ნიაური კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტმა თავად დაწერა “ფეისბუქზე”.
21:07 / 20.10.2020
პედიატრი და ოჯახის ექიმი, თმარ ცანავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მზადაა გაუწიოს კონსულტაცია კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც ვერ უკავშირდებიან ექიმს. მის ამ შეთავაზებას „ფეისბუქზე“ 2000 ადამიანამდე აზიარებს.
18:45 / 20.10.2020
ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს კოვიდ-19-ისა და მისი შედეგების შესახებ საქართველოში და აღნიშნავს, რომ დღევანდელი მომნაცემებით იტალიას ვუსწრებთ.
18:38 / 20.10.2020
აშშ-ში მომუშავე ქართვლი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში იმ გამოცდილების შესახებ წერს, რომელიც ბრუკლინში მდებარე Maimonides-ის სამედიცინო ცენტრმა გამოიყენა. ეს კლინიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-სამედიცინო ცენტრია, რომელიც კოვიდ-19-თან ბრძოლაშია ჩართული.
18:35 / 20.10.2020
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს.
22:27 / 19.10.2020
ვიყოთ ზომიერად ფრთხილები და ნუ დავთესავთ პანიკურ მოლოდინებს. პირადად მე ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის დღევანდელი პრესკონფერენციის პათოსს კოვიდის ეპიდემიასთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ძალზე პრაგმატული პოზიცია აქვს და რაც მთავარია ამ თემასთან დაკავშირებით გამოაჩინა არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, - ამის შესახებ ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი საკუთარ Facebook-ზე წერს.
21:01 / 19.10.2020
ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილმა, ირინამ სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყო, სადაც წერს მამის გმირობის შეახებ და აღნიშნავს, რომ ის ისტორიის წინგში საერთოდ არ არის მოხსენიებული, რაც ისტორიის გაყალბება და უსამართლობაა.
20:59 / 19.10.2020
კალენდარი
×