აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დაქორწინდა. თავის რჩეულთან გადაღებული ფოტოები მან Twitter-ზე განათავსა.
ადამ კინზინგერის მეუღლე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ასისტენტი, სოფია ჰოლმენია.
„ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ ეს საოცარი ქალი ჩემი მეუღლეა“, - ეს ტექსტი დაურთო კონგრესმენმა მიკრობლოგზე განთავსებულ ფოტოებს.