ექპერტი გია ხუხაშვილი "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას აფასებს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ხუხაშვილის შეფასებით, ვინც მის ნათქვამში სექსიზმი დაინახა, ის თვითონ აკავშირებს ქალს და ხაჭაპურს ერთმანეთთან, ანუ მათი ლოგიკური დასკვნა უფრო სექსისტურია.
"ვინც ხაზარაძის ნათვამში სექსიზმი დაინახა, ის თვითონ აკავშირებს ქალს და ხაჭაპურს ერთმანეთთან, ანუ მათი ლოგიკური დასკვნა უფრო სექსისტურია, ვიდრე ზემოთაღნიშნული რიტორიკა. რადგან ხაჭაპურს კაციც შეიძლება აცხობდეს იგივე წარმატებით. მე უფრო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ხარისხიანი ხუმრობა დავინახე და მეტი არაფერი..." - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.