ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტი, პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"და რამ გამახსენა ღორი?
ჩემო ძვირფასო კოლეგებო და სტუდენტებო, გილოცავთ ჟურნალისტიკის დღეს!
მე პირადად ძალიან მიყვარს ეს დღე და ყოველთვის მახსენდება დაჯილდოებები და ხმაურიანი თავყრილობები!
სამწუხაროდ ეს დარგიც ძალიან პოლარიზებული გახდა, პროფესიაშიც ბევრმა არათუ მოიკოჭლა, პირდაპირ იმ ტალახიან ღორს დაემსგავსა, რომელმაც სხვა ღორებიც გასვარა…
აქ საკვანძო სიტყვა ტალახია და არა ღორი-ეს ისე…
ისე რახან ღორზე შევჩერდით, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ბევრს ვუყარეთ მარგალიტები, დაფნის გვირგვინები ვადგით, მათ კი ღრუტ-ღრუტო…
და ბარემ მესამე,ზოგი ღორი კი გამოვიდა სოფლიდან, მაგრამ სოფელი არ გამოვიდა მისგან , და მერე რა, რომ ქალაქის მარაქაში აქვს დინგი ჩაყოფილი…
P.S. გთხოვთ სტატუსის მუზად წლის ზოდიაქო ჩათვალოთ", – წერს მოროშკინა.