მორიგი ვიდეო მიუნჰენიდან - სავარაუდო თავდამსხმელი სახურავიდან ისვრის
კატეგორიის სხვა სიახლეები
გარდა იმისა, რომ უკრაინაში ყველა ოპოზიციური პარტია თუ მედია დახურულია, ზეწოლას ვერც ჟურნალისტები გადაურჩნენ, რა თქმა უნდა უკრაინელ ჟურნალისტებზე შეტევა მეტია, ვიდრე უცხოელებზე, მაგრამ მათზეც უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გამოცემა Semafor-ის სტატიას, რომელშიც ამერიკელი ჟურნალისტი ბენჯამინ სმიტი წერს, რომ ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აშუქებენ, უკრაინის ხელისუფლებასთან კონფლიქტში იმყოფებიან, ვინაიდან, ჟურნალისტური მასალების ფორმირებისთვის, უკრაინის საზედამხედველო ორგანოები მათ აკრედიტაციებს იყენებენ.
14:52 / 05.06.2023
ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა! კაცმა რომ თქვას რა მოხდა მერე, მაგრამ მოხდა: ამ ინფორმაციას ვიგებთ, FARA-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან, სწორედ ისეთი კანონის მიხედვით, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ჩვენთან კი იმიტომ დაიბლოკა, რომ რუსული კანონი შეარქვეს - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
14:50 / 05.06.2023
„ხოშტარიას და მისი თანამოაზრეების ლოგიკით, ლяკას რუსული ფული უსუნოა, ხოლო აქ ჩამოსული რუსი ტურისტების ფული ყარს. უტიფრობის რა მასშტაბზეა საუბარი, წარმოგიდგენიათ?!“- წერს ანდრია გვიდიანი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.
14:47 / 05.06.2023
იურისტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიაზე წერს და აღნიშნავს, რომ 22 მაისს, 2,5 მილიონი რუბლი ჩაურიცხეს რუსეთიდან და საქართველოში ჩამომსვლელი რუსების სიაც მოაყოლეს.
14:38 / 05.06.2023
ექსპერტი გია გაბრიჭიძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
12:48 / 05.06.2023
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "კურიერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.
12:45 / 05.06.2023
FARA-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბიუჯეტის ქურდი, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებელი, ქართული ბიზნესის რეკეტი და ევროკავშირის მოქალაქე პენსიონერების მძარცველი, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი 420 000(ოთხასოცი ათასი) დოლარს იხდის მხოლოდ იმაში რომ, ურეიტინგო ,,ფორმულას" შესახებ ამერიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციას „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ.
12:22 / 05.06.2023
ძებნილი ოლიგარქი კეზერაშვილი "თვითგათეთრებისთვის" მორიგ ჯერზე ხარჯავს დიდძალ თანხას, სანაცვლოდ მიიღებს ისევ ვერაფერს. მისმა ჯიბის ურეიტინგო „ფორმულამ“ აშშ-ში $420 ათასად დაიქირივა ლობისტური კომპანია Cornerstone - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვითაც, ლობისტური კომპანია „ფორმულას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს ინფორმაციას მიაწვდის.
12:08 / 05.06.2023
თურქეთში გაგვედო ბაირამ დუდუკში - 5 წლით - ლიბერალები დავმარცხდით, მარა 5 წელწადს ან გაძლებს ასეთი მორყეული ერდოღანი, ან ვერა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, სოციალურ ქსელში წერს.
10:56 / 05.06.2023
„ბოკერიას ვიდეო შეარდება აქტიურად, რომელშიც ჩანს, რომ არ უნდა საქართველომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მსგავსი პოზიცია არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა“- ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, აქვს თუ არა აზრი კანდიდატის სტატუსის მიღებას ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში.
10:44 / 05.06.2023
კალენდარი
×