
კადრებში ჩანს, რომ მიუნჰენის ოლიმპიური სავაჭრო ცენტრის სახურავზე ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი დგას და იარაღიდან ისვრის.
მანამდე, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ესვრის მიუნჰენში შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს. „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ გარბიან შეშინებული მოქალაქეები.
მიუნჰენის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგადაც, სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
თავდამსხმელების დასაკავებლად, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ესვრის მიუნჰენში შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს