Face აქტივობა
ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით საქართველოს მოსახლეობამ პოლიტიკურ მოუსვლელში გაისტუმრა დიქტატორული რეჟიმი და ,,ნაციონალური მოძრაობა", 10 მილიარდი ლარი საკუთარ ქვეყანაში ქველმოქმედებაში დახარჯა, ახლაც 3 მილიარდი ლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება ქუთაისში, ფინანსების უდიდესი ნაწილი ფონდ ,,ქართუს" გადასცა, წავიდა პოლიტიკიდან და როგორც ჩანს სწორედ ამას არ პატიობენ! - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
19:31 / 07.07.2022
 
,,უსახური ქართული ოპოზიციისა და უკრაინის გამყიდველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ აგორებულმა უსაფუძვლო ბრალდებების ტალღამ და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებმა სრული კრახი განიცადა. ევროინტეგრაციის სურვილით შენიღბული, რეალურად კი, ამერიკის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ინტერესებისათვის ქართული სახელმწიფოს ზვარაკად შეწირვის გეგმა, რომელიც ქართველი მოღალატეების ხელით უნდა შესრულებულიყო, ჩავარდა!’’ - წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.
18:05 / 07.07.2022
 
„ზოგადად, ნაც-რეჟიმმა შექმნა აღქმები, რომ საქართველოს სამშობლოდ მოხსენიება "გოიმობაა", ეროვნული იდენტობების გამომხატველი სიმბოლოები ჩამორჩენილობა და სირცხვილი. ოჯახი, პატიოსნება, აღმსარებლობა, ერთგულება გამოცხადდა დასაცინ, საქილიკო სიტყვებად...და ამ "უსამშობლო ნაძირლების" ხელში მიმდინარეობდა საქართველოს "გარდაქმნა-განახლება". რეფორმებით შეფუთულ ათას სისაძაგლეზე თვალს ხუჭავდნენ რეჟიმის ლობისტები, რადგან მათი პატრონაჟის ქვეშ მყოფები მონურ მორჩილებაში იყვნენ და ასე გრძელდებოდა 2012 წლამდე...მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოახერხა უპრეცედენტო ძალაუფლების ჩამორთმევა "უსამშობლო ნაძირალებზე"- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
15:34 / 07.07.2022
 
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ, გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც Credit Suisse-ის მიერ კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ წერს.
14:39 / 07.07.2022
 
ჟურნალისტი ნუკა არველაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
22:18 / 06.07.2022
 
გოგი ხოშტარიას რომ ჰკითხო, ანტი-რუსია, უფრო სწორედ პრო-ევროპელი, თუმცა მის ქცევას -ჟურნალისტის გინებას და რუსეთიდან, ოკუპანტი ქვეყნიდან მილიონობით რუბლის მიღებას რა ჰქვია ნეტავ? - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გოგო ხოშტარიიაზე, რომელმაც ტვ „იმედის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
19:17 / 06.07.2022
 
ამ „იმედს“ კიდევ თქვენი გინება სჭირდება? გადაუარეთ, გათელეთ, დაანგრიეთ, მფლობელი სიცოცხლეს გამოასალმეთ, ერთი საბოდიშო, თუ მხარდამჭერი სიტყვა არ გვსმენია ამ ტელევიზიის მისამართით თქვენი მხრიდან იმ ავდებით თავის დროზე, -ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გოგი ხოშტარიას შეურაცხმყოფელ მიმართვას ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტისადმი.
19:16 / 06.07.2022
 
შვილიშვილის ტოლ გოგონას კაცი რომ ასე ეურთიერთობება, გროშია მისი ადამიანობის ფასი!
სიმართლე მწარეა, ვერსად გაექცევიან და არაერთხელ შეასხენებენ ხოშტარიების ოჯახს, რომ ისინი კრემლის სისხლიანი ფულით არიან დასპონსორებულნი, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფაქტს, რომ ელენე ხოშტარიას მამამ გოგი ხოშტარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს აგინა.
19:02 / 06.07.2022
 
ამ ხალხს საქართველოს სიკეთე არ სურთ და არ უხარიათ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ სიკეთე ბოროტებად წარმოჩნდეს, ყველა მიღწევა დაიმალოს ან უმნიშვნელოდ გამოჩნდეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჯოჯოხეთი დახატონ ხალხის წინაშეც და დასავლელი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წინაშეც, რომ მერე თავი მხსნელებად წარმოადგინონ და ისევ აბობღდნენ საოცნებო სკამებზე, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი რადიკალური ოპოზიციის მისამართით სოციალურ ქსელში წერს.
20:49 / 05.07.2022
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×