დღეს ჩეხეთის ელჩის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სავსე იყო საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევით და იმ თემებზე აქცენტირებით, რაც დიპლომატის საქმე არაა. გულწრფელად მინდა ვიკითხო, ჩეხეთის ელჩს ვინ ეკითხება, რა საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი? ან რა ლეგიტიმაციით კარნახობს ქვეყანას, როგორი საარჩევნო ბარიერი დააწესოს? - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას ინტერვიუს.