Face აქტივობა

,,ბუნდოვანი პასუხი თუ იგნორი არა არის ის განმარტება, რასაც აშშ-ს ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან ელოდება ჩვენი საზოგადოება: დაგროვდა კითხვები, არ პასუხობენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, მხრებს იჩეჩავენ სასამართლოს სისტემაში ჩარევასთან დაკავშირებით, უკვირთ ვინ თქვა რუსებს მეორე ფრონტი გაუხსენითო,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
15:56 / 25.07.2022
 

,,რა გახდა მართლა და მართლა ამ კითხვებზე პასუხების გაცემა? რატომ იქცევა ქალბატონი ელჩი ასე? მარტივი პასუხებია საჭირო და რაც უფრო აარიდებს თავს ამ ყველაფერს, მით უფრო მეტი ეჭვები იქნება საზოგადოებაში და ნამდვილად არ გვაწყობს ეს ყველაფერი არავის,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
15:31 / 25.07.2022
 
ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტ კითხვას გააჩენს და გააღრმავებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ღიად სხვა დამოკიდებულებებს გვაჩვენებთ და კულისებში სულ სხვა შეხედულებებზეა საუბარი... იმედია ქალბატონი დეგნანი ამ ჯერად მაინც გვაღირსებს პასუხებს - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს.

15:26 / 25.07.2022
 
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს ეხმიანება. მისი თქმით, რადგან პარლამენტის წევრები ამას ამბობენ, გაეცეს პასუხი!
15:14 / 25.07.2022
 
საქართველოში უცხოური ანაბარი არა თუ შემოსავლის წყარო არ არის, არამედ თავის ღირებულებასაც ვერ ინარჩუნებს. იგი თვალსა და ხელს შუა დნება. დაახლოებით ისეა, საყინულედან ქათამს რომ გამოიღებ, მაცივარში შეინახავ და დილით გალღობილი რომ დაგხვდება. – წერს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

13:17 / 23.07.2022
 
სად არიან, აი ის “მგზნებარე პატრიოტები” ტელესტუდიებში ომახიანად რომ გაჰყვიროდნენ, მიტინგს მიტინგზე რომ ატარებდნენ “ინდოელებმა შეგვჭამეს”, “ჩინელებმა გვართმევენ სამშობლოს”, “პაკისტანელებით გაივსო საქართველო” და ასე შემდეგ.
რაო, პაკისტანელებით და ინდოელებით გაივსო საქართველო და რუსებით არა? რატომ დღეს არ იღებენ ხმას? – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.
15:06 / 22.07.2022
 
პოლიტიკა აღქმებით და შეხედულებებით კეთდებაო... სად არის ის ხალხი, რომ გაიძახის საქართველოში ავტოკრატია და ოლიგარქიული მმართველობააო? ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს, ყოველ წელს ჩვენი ქვეყანა პროგრესისკენ მიდის ყველა მიმართულებით, ხოლო ის "ნარატივი", სადაც აღქმების და შეხედულებების დონეზეა დაყვანილი პოლიტიკა, რჩება რადიკალებისა და მათი ლობისტების სალაყბო თემად - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე “ დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის“ (The International Institute for Democracy and Electoral Assistance (IDEA) , მისი გლობალური პროექტის „დემოკრატიის გლობალური მდგომარეობის ინიციატივა“-ის ფარგლებში დემოკრატიის გლობალური შეფასების განახლებული მონაცემების გამოქვეყნებას.
12:37 / 22.07.2022
 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში “დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის“ 2021 წლის კვლევას ეხმიანება.

მისი თქმით პლატფორმის „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ შეფასებით საქართველო დემოკრატიის 10 წლიანი პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში და დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

„თანამედროვე ქართული დემოკრატიის ფენომენი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივია. 30 წლის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ამ ფენომენისთვის სახელის მოძებნაც კი რთულია, თუმცა თუ საერთაშორისო კვლევებს დავეყრდნობით, აღმოვაჩენთ, რომ საქმე არცთუ ისე ცუდად გვქონია. მავანი შეიძლება ამას დაეთანხმოს, შეიძლება არა, მაგრამ კვლევის შედეგები როგორც მინიმუმ გვაძლევენ წარმოდგენას, თუ როგორ გვიყურებენ „იქ“.
გლობალური შეფასებების ინტელექტუალურმა ცენტრმა , “დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის“ (The International Institute for Democracy and Electoral Assistance (IDEA) 2021 წლის კვლევაში -„დემოკრატიის გლობალური მდგომარეობის ინიციატივა“ 173 სახელმწიფოს შორის.
განახლებული კვლევის მიხედვით საქართველოს აქვს საშუალო დონის დემოკრატიის სტატუსი და ამასთან ეტაპობრივი მნიშვნელობის გაუმჯობესება პირველივე წამყვანი აგრეგატის მიხედვით „წარმომადგენლობითი მთავრობა“.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების თავისუფლების კრიტერიუმის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 35 ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილზე გავიდა და გაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ მრავალ ქვეყნასა ბალტიისპირეთის ყველა ქვეყნის ჩათვლით. ეს მათ გასაგონად, ვინც ოპოზიციის შევიწროებაზე მოთქვამს! კვლევაში ბუნებრივია ვერ მოხვდებოდა ის, რომ ცალკეული პარტიები თავისუფლებას დესტრუქციისთვის იყენებენ -ესეც ჩვენი ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი მახასიათებელი!
პლატფორმის „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ შეფასებით საქართველო დემოკრატიის 10 წლიანი პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში და დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა“-წერს ანჯაფარიძე.
12:30 / 22.07.2022
 

,,დღეს მადლიერების ნაცვლად, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საყვედური, რომ ომი არ დავიწყეთ რუსეთთან, რომ ის უბედურება რაც ახლა უკრაინაში ხდება ის არ ხდება საქართველოში, რუსეთი არმია არ ბომბავს და არ ანადგურებს თბილისს’’- წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის განცხადების საპასუხოდ.

როგორც ბოჟაძე წერს, სამწუხაროა, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც არ ადარდებთ არც ჩვენი სახელმწიფოებრიობა და არც ხალხი, მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და სურთ ომი ჩვენს სამშობლოში.

,,დღეს მადლიერების ნაცვლად, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საყვედური, რომ ომი არ დავიწყეთ რუსეთთან, რომ ის უბედურება რაც ახლა უკრაინაში ხდება ის არ ხდება საქართველოში, რუსეთი არმია არ ბომბავს და არ ანადგურებს თბილისს, რუსთავს, თელავს, გორს, ქუთაისს, ბათუმს, არ იხოცებიან ჩვენი ჯარისკაცები, მოხუცები, ქალები, ბავშვები... თურმე საკმარისი არ არის მსოფლიოში უპრეცედენტო რაოდენობის, 200 ტონამდე გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი, გადარიცხული ათეული მილიონი ლარი, 35 000 დევნილის უზრუნველყოფა, 17 დაღუპული ქართველი მეომარი..
მესმის, რომ ახლა ომში არიან. მესმის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მათი ბუნებრივი ინტერესია, მაგრამ, ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ კიდევ ერთ ომს, 3-ჯერ ვიომეთ რუსეთთან, დაკარგული ტერიტორიები, ათიათასობით დაკარგული სიცოცხლე და 300 000 მეტი დევნილი. ძალიან სამწუხაროა, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც არ ადარდებთ არც ჩვენი სახელმწიფოებრიობა და არც ხალხი, მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და სურთ ომი ჩვენს სამშობლოში.
მიუხედავად ზეწოლისა საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!’’ - წერს ბოჟაძე facebook - ზე. დავუშვებთ კიდევ ერთ ომს 3-ჯერ ვიომეთ რუსეთთან

,,დღეს მადლიერების ნაცვლად, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საყვედური, რომ ომი არ დავიწყეთ რუსეთთან, რომ ის უბედურება რაც ახლა უკრაინაში ხდება ის არ ხდება საქართველოში, რუსეთი არმია არ ბომბავს და არ ანადგურებს თბილისს’’- წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის განცხადების საპასუხოდ.

როგორც ბოჟაძე წერს, სამწუხაროა, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც არ ადარდებთ არც ჩვენი სახელმწიფოებრიობა და არც ხალხი, მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და სურთ ომი ჩვენს სამშობლოში.

,,დღეს მადლიერების ნაცვლად, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საყვედური, რომ ომი არ დავიწყეთ რუსეთთან, რომ ის უბედურება რაც ახლა უკრაინაში ხდება ის არ ხდება საქართველოში, რუსეთი არმია არ ბომბავს და არ ანადგურებს თბილისს, რუსთავს, თელავს, გორს, ქუთაისს, ბათუმს, არ იხოცებიან ჩვენი ჯარისკაცები, მოხუცები, ქალები, ბავშვები... თურმე საკმარისი არ არის მსოფლიოში უპრეცედენტო რაოდენობის, 200 ტონამდე გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი, გადარიცხული ათეული მილიონი ლარი, 35 000 დევნილის უზრუნველყოფა, 17 დაღუპული ქართველი მეომარი..
მესმის, რომ ახლა ომში არიან. მესმის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მათი ბუნებრივი ინტერესია, მაგრამ, ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ კიდევ ერთ ომს, 3-ჯერ ვიომეთ რუსეთთან, დაკარგული ტერიტორიები, ათიათასობით დაკარგული სიცოცხლე და 300 000 მეტი დევნილი. ძალიან სამწუხაროა, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც არ ადარდებთ არც ჩვენი სახელმწიფოებრიობა და არც ხალხი, მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და სურთ ომი ჩვენს სამშობლოში.
მიუხედავად ზეწოლისა საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!’’ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
18:23 / 21.07.2022
 

,,ჰუმანიტარულ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერით საქართველომ უკრაინას, რომ გაუკეთა ამ თვეების განმავლობაში, ბევრი სხვა ქვეყანა ვერ მოიძებნება,’’ - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.
როგორც ქადაგიძე წერს, დადასტურდა ის, რომ იყო მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნის.

" სახელმწიფოთაშორისო დიალოგის ძირითადმა მექანიზმებმა, პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, ჯერჯერობით ვერ ჰპოვეს პრაქტიკული განხორციელება"-ო ბრძანა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა...
ჰუმანიტარულ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერით საქართველომ უკრაინას, რომ გაუკეთა ამ თვეების განმავლობაში, ბევრი სხვა ქვეყანა ვერ მოიძებნება...
და
დარჩა რა , მეორე ფრონტი?...
არა ბატონო მოვალეობის შემსრულებელო?!....
აბა პრაქტიკულ განხორციელებაში რას გულისხმობ?
მოკლედ, რასაც ბევრი წერდა და ვარაუდობდა, რომ მცდელობა იყო საქართველოს ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნის დადასტურდა, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს და ზუსტად ამიტომაა საქართველოს გარშემო ატეხილი ეს პოლიტიკური მასკარადი თავისი ელჩებ-დეპუტატებ-კუბილიუს-ფოტიგების მონაწილეობით...
გასაგონად დაგიწერთ ბატ-მოვალეობის შემსრულებელო-" ვი ნე ტუდა პაპალი".’’ - წერს ქადაგიძე.
17:57 / 21.07.2022
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×