აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან ხმაური იყო. ომში დაღუპულის ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრთან მისვლას ცდილობდნენ, რათა მისთვის დაღუპულთა გადმოსვენებაში დახმარება ეთხოვათ, რისი საშუალებაც მათ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვამ არ მისცა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მას ადგილზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
„იმდენი ხალხი გადმოასვენეს, ჩემი შვილი ვერ გადმოასვენეს, რომელიც არ არის საძებარი, იციან სად გადააგდო აფხაზმა. ის დაიღუპა ოჩამჩირის რაიონში, ტანკზე აფეთქდა. 30 წელი გავიდა. მინდოდა მეთხოვა, რომ ჩემს სიცოცხლეში გადმოასვენონ და ობოლმა ბავშვებმა იცოდნენ მათი მამა სადაა, მაგრამ წავიდა, არ მოგვისმინა”, - განაცხადა აფხაზეთის ომში დაღუპული ავთანდილ ვაწაძის დედამ, თინა გახოკიძემ.
interpressnews.ge