საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების შესახებ გადაწყვეტილება არის სტუდენტებზე მთავრობის ზრუნვის კიდევ ერთი გამოხატულება.
„ეს არის სტუდენტ ახალგაზრდობაზე საქართველოს მთავრობის ზრუნვის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში წარჩინებული სტუდენტებისთვის გაორმარდა სტიპენდია და რაოდენობა. დღეს პრემიერ-მინისტრმა მიიღო კიდევ ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება - სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ფინანსური დავალიანების გამო, ექნებათ საშუალება, გააგრძელონ სწავლა“, - აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მლნ ლარის დავალიანება გაუნულდება.