მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
"რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის…ჩვენი უძვირფასესი, ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!" - ნათქვამია თეატრის ფეისბუკპოსტში.
ჯემალ ღაღანიძე 1933 წლის 21 აპრილს დაიბადა. იგი 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. შესრულებული აქვს მთავარი როლები მრავალ ათეულ სპექტაკლსა და ოცზე მეტ მხატვრულ ფილმში. მსახიობს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის ღირსების ორდენი. ჯემალ ღაღანიძე თბილისის საპატიო მოქალაქე იყო.