საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. სასულიერო პირებმა პანაშვიდი ქალაქის ცენტრში აღავლინეს.
პანაშვიდზე მოსახლეობა ყვავილებითა და სანთლებით მივიდა. მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელმა სპეცოპერაციის დროს სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
გამოძიების ინფორმაციით, ის 1974 წელს დაბადებული ნოდარ ათუაშვილია. ის საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღით ისროდა.