შალვა პაპუაშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. პაპუაშილმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკილად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ" - წერს შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე.
უკრაინაში, ქალაქ ბროვარში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.