უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ზელენსკი ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ის იყო დიდებული კაცი.
„ვახტანგ კიკაბიძე. მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო. დიდებული ხალხის დიდებული კაცი. ლეგენდა, რომელიც ყველასთვის სამაგალითო იყო. ნათელი ხსოვნა ხელოვანს და სამძიმარი მის ახლობლებს“,- წერს ზელენსკი Facebook-ზე.
ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.