წვეულების ორგანიზებას თან გარკვეული სტრესი და დაძაბულობა ახლავს, რადგან ნებისმიერი შინაარსის ღონისძიება უმცირესი დეტალების საფუძვლიანი ორგანიზებით იქმნება. ამ პროცესში პროფესიონალი ორგანიზატორების ჩართულობა გადამწყვეტია, ამიტომ, დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი კომპანიის, ივენთივის, სერვისები ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. ივენთივის გამოცდილი გუნდი პერსონალური შინაარსის წვეულებებს ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით ქმნის. კომპანია ისეთ სერვისებს გთავაზობთ, როგორიცაა: ქორწილის ორგანიზება, დაბადების დღის ორგანიზება, კორპორატიული თუ ბიზნეს ივენთები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის სერვისები: ფურშეტი, ქეითერინგი, ინვენტარის დაქირავება, პროფესიონალური ფეიერვერკი და ა.შ.
დაბადების დღის ორგანიზება
პერსონალური შინაარსის ღონისძიებებში დაბადების დღის ორგანიზება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. თითოეულ დამკვეთს სურს ეს დღე არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ თითოეული სტუმრისთვისაც დაუვიწყარი იყოს. ივენთივის გუნდი უზრუნველყოფს წვეულების ინვენტარით მომარაგებას, დიზაინს, ლოჯისტიკას, კერძების მომზადებას, თითოეული დეტალის დაგეგმვასა და მონიტორინგს ღონისძიების დასრულებამდე.
ქორწილის ორგანიზება
ქორწილის დაგეგმვა eventive.ge-ის გამოცდილ გუნდთან ერთად დახვეწილი და სასიამოვნო პროცესია, რომელშიც გათვალისწინებულია ნებისმიერი ტიპის მომსახურება საქორწინო მოსაწვევების დიზაინიდან, პატარძლის სილამაზეზე ზრუნვის ჩათვლით. თქვენ აღარ მოგიწევთ დამოუკიდებლად ეძებოთ ინვენტარი, იზრუნოთ მენიუზე და ფოტოგრაფზე. ნებისმიერი დეტალის ორგანიზებაში პროფესიონალები მიიღებენ მონაწილეობას, რაც დაუგეგმავი ხარჯებითა და გაუთვალისწინებელი დაბრკოლებებით გამოწვეულ სტრესს აგარიდებთ თავიდან.
ფურშეტი და ქეითერინგი
წვეულება გემრიელი კერძებისა და დახვეწილი მენიუს გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ამ მიმართულებით თითოეული სტუმრის გემოვნების გათვალისწინებაც აუცილებელია. ეს პროცესი განსაკუთრებით რთულდება ისეთი ტიპის ღონისძიებებზე, სადაც ასობით სტუმარია მოწვეული, შესაბამისად, გამოცდილების გარეშე ფურშეტისა და ქეითერინგის დაგეგმვას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. ივენთივთან ერთად შეგიძლიათ შეადგინოთ სარესტორნო მენიუ, ლანჩ-ბოქს მენიუები, ფურშეტის მენიუ, კანაპე ბიზნეს ღონისძიებისთვის და ა.შ.
კორპორატიული ღონისძიებები
ივენთივის გუნდი მრავალი წელია წარმატებით აწყობს კორპორატიულ თუ ბიზნეს ღონისძიებებს, სემინარებსა და კონფერენციებს. ნებისმიერი ტიპის ივენთის ორგანიზებისას გაითვალისწინება წვეულების მიზანი და ორგანიზაციული კულტურა, რაც ხშირ შემთხვევაში თანამშრომელთა დაახლოებისა და ბიზნესის განვითარების წინაპირობაც ხდება.
ინვენტარის დაქირავება
სადღესასწაულო ინვენტარის მოძიება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რადგან წვეულების ავეჯი სრული კონცეფციის გემოვნებიანი ნაწილი უნდა იყოს. ივენთივის ასორტიმენტში მაგიდა და სკამები, ტენტები და ნებისმიერი ტიპის ინვენტარია წარმოდგენილი, როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის ღონისძიებისთვის.
ფეიერვერკი
|
წვეულების ეფექტური კულმინაცია წარმოუდგენელია ფეიერვერკების გარეშე, ამიტომ ივენთივის გუნდი პროფესიონალური პიროტექნიკის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ, როგორც გარე (საახალწლო ფეიერვერკი, დასადგამი ფეიერვერკი, საქორწილო ფეიერვერკი), ასევე შიდა სივრცეში გამოსაყენებლად. ფეიერვერკი ნებისმიერ ღონისძიებას დაუვიწყარს გახდის და მოწვეულთ სასიამოვნოდ გააოცებს.
ივენთივი თქვენს წარმოსახვას რეალობად აქცევს, რადგან კომპანიას ყველანაირი რესურსი და გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ თქვენს ინდივიდუალურ სურვილებს სწორი მიმართულებები მისცეს და შექმნას წვეულება, რომელიც გამორჩეულ თარიღს სამუდამოდ დაგამახსოვრებთ.